უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, რათა დაიწყონ ავტომობილის ამოყვანის და მძღოლის საძიებო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია