ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ქობულეთში რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.