მთაწმინდაზე ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მთაწმინდაზე ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის არეალი გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია. ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები დროულ რეაგირებას მოითხოვენ. მათი ნაწილი სახლებიდან გამოსულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ამ დრომდე სამაშველო სამსახურს სამაშველო ოპერაცია არ დაუწყია. ხანძრის შესახებ პირველადი ინფორმაცია რამდნეიმე წუთის წინ გავრცელდა.

ნახეთ: LIVE: ვერის სასფლაოსთან ძლიერი ხანძარია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი