ოპიუმი, უპრენორფინი, მეტადონი, ბიო კანაბინოიდები, ჰეროინი, LDS, ამფეტამინი - ეს იმ ძირითადი ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალია, რასაც ნარკოლოგების თქმით, საქართველოში მოიხმარენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ბიო კანაბინოიდების მოხმარება გაიზარდა, მისი უკუჩვენებების გამო სამედიცინო დაწესებულებებს არაერთი ახალგაზრდა მიმართავს.
ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას თქმით, ნარკომანიის პრობლემით ჩვენს ქვეყანაში ძირითადად, 16-17 წლიდან 55-60 წლამდე ასაკის ადამიანები არიან შეპყრობილები. ზემოთ ჩამოთვლილი ნარკოტიკულ საშუალებების გარდა, ქვეყანაში გავრცელებულია სააფთიაქო ნარკომანია და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების, კერძოდ, სტიმულატორების, ჰალუცინოგენებსა და ექსტაზის გამოყენება.
"კლუბური ნარკოტიკებისა და ბიო კანაბინოიდების მომხმარებლები ძირითადად, ახალგაზრდები არიან, მათი ასაკი 15-16 წლიდან იწყება. ეს ნარკოტიკები მოზარდებში სამწუხაროდ, მძიმე შედეგებს იწვევს. გახშირდა მოწამვლის ფაქტები, გარკვეული ფსიქოზური აშლილობები," - განმარტავს დავით ვადაჭკორია.
კლუბური ნარკოტიკებისა და ბიოს მოხმარების გახშირებას ნარკოლოგი ზურაბ ჭანტურიძეც ადასტურებს. მისი თქმით, საქართველოში უცხოეთიდან ძირითადად სუბოტექსი შემოდის, უცხოელი პაციენტები კი ყველაზე ხშირად, კოკაინისა და ჰეროინის დამოკიდებულებისგან ცდილობენ გათავისუფლებას. წაიკითხეთ გაგრძელება