მაშველებმა 1 თვეში პლაჟზე დაკარგული 109 ბავშვი იპოვეს

მაშველებმა 1 თვეში პლაჟზე დაკარგული 109 ბავშვი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში პლაჟზე დაკარგული 109 ბავშვი მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ კუთხით ყელაზე მაღალი მაჩვენებელი ურეკში დაფიქსირდა, სადაც მაშველებმა 97 დაკარგული ბავშვი იპოვეს. აღნიშნული სტატისტიკა 1-31 ივლისს მოცავს.

ამავე პერიოდში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ქობულეთში 8, ხოლო ბათუმში 4 ბავშვის პოვნა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვნების მოძიება უმოკლეს დროში მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოძიებულ ბავშვებს შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს/მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე. მათივე განცხადებით, კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს.

"ასევე, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც, არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები, არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი