განათლების სამინისტრო სკოლებში ვაშლს დაარიგებს: "პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა ჭამოს ვაშლი"

განათლების სამინისტრო სკოლებში ვაშლს დაარიგებს: "პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა ჭამოს ვაშლი"

განათლების სამინისტო სკოლებში "ვაშლის დარიგების" კამპანიას იწყებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.

კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.

"რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანიის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს ვაშლი გაატანონ.

თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000 - 60 000 იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი