„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ საქართველოში ელექტრომობილების იმპორტს იწყებს

„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ საქართველოში ელექტრომობილების იმპორტს იწყებს

12 აგვისტოს,16:00 სთ-ზე,“თეგეტა მოტორსის”სათაო ოფისში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. თეგეტას სათაო ოფისი, მე-4-ე სართული), გაიმართება ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია თეგეტას შვილობილ კომპანია “თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა”და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებლ, BAIC MOTOR-ს(ბაიქ მოტორს) შორის.

BAIC ჯგუფი არის “Beijing Automotive International Corporation”-ი,რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე.„BAIC MOTOR“- არის ლიდერი ჩინურ ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30%-ი წილის მფლობელი.

კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას„BAIC MOTOR“-ის ელექტრომობილი სრულად დააკმაყოფილება და რაც მთავარია მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის.

BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ გეგმავს არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.

ეს არის „BAIC MOTOR“-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.

აღსანიშნავია, „BAIC MOTOR“-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის.

“თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს საქართველოში, როგორიცაა Porsche და Mazda.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი