ზაფხულში, განსაკუთრებით კი ზღვაზე დასვენების სეზონზე, ყველა სხეულის საზოგადოებაში არსებული სტანდარტების შესაბამისი ფორმების შენარჩუნებას ცდილობს, რისთვისაც ზოგიერთი ურთულეს დიეტებსაც მიმართავს, რასაც თავად დიეტოლოგები რეკომენდაციებს არ უწევენ. ალბათ ბევრჯერ გინახავთ ტოპმოდელები სოციალურ ქსელებში ბოსტნეულითა და ხორცით სავსე ლანგრის ფოტოს რომ ათავსებენ და გიკვირთ, ამდენი კვებით წონაში როგორ არ იმატებენ. დიეტოლოგ ლაშა უჩავას თქმით, ამისი მიზეზი პროდუქტების სწორად შერჩევა, დღეში 4-ჯერადი კვება და ფიზიკური აქტივობაა.
დიეტოლოგის თქმით, წონაში დასაკლებად საკუთარ თავს მკაცრად არ უნდა მოვექცეთ და აუცილებელი პროდუქტები არ უნდა შევზღუდოთ, რადგან გახდომა მათი ზომიერად მიღებითაც შესაძლებელია.
"ზომიერების ფარგლებში, შეგვიძლია, ყველაფერი მივირთვათ, ცხადია, ამაში არ იგულისხმება სწრაფი კვების პროდუქტები. აუცილებელიად უნდა მივიღოთ ჩვენი წონისთვის შესაბამისი რაოდენობის წყალი, რომლის გამოთვლაც შემდეგნაირად ხდება: წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე და დღის განმავლობაში მიღებული რაოდენობის შესაბამისი წყალი მივიღოთ, რათა ჩვენმა ორგანიზმმა ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს არ გამოიფიტოს," - განმარტავს ექიმი.
როგორ დავადგინოთ, რამდენია ჩვენი სხეულის მასის ნორმალური ინდექსი?
ლაშა უჩავას განმარტებით, ჩვენი სხეულის ნორმალური მასის ინდექსის დასადგენად, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაბამისია ჩვენი წონა სიმაღლესთან, ასეთი ფორმულა არსებობს: წაიკითხეთ გაგრძელება