"დღეს ასულები იყვნენ 3800 მეტრზე" - უშბაზე დაკარგულ გერმანელ მამა-შვილს ამ დრომდე ეძებენ

"დღეს ასულები იყვნენ 3800 მეტრზე" - უშბაზე დაკარგულ გერმანელ მამა-შვილს ამ დრომდე ეძებენ

უშბაზე დაკარგულ გერმანელ მამა-შვილს ამ დრომდე ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, დღეს მაშველების ორი ჯგუფი 3800 მეტრამდე სიმაღლეზე ავიდა, თუმცა დაკარგული ტურისტები ვერ იპოვეს.

"დღეს ასულები იყვნენ 3800 მეტრზე, ის მარშრუტი გაიარეს, რა მარშრუტითაც მიდიოდნენ გერმანელი ტურისტები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი იპოვეს", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება.

გერმანელი ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 8 აგვისტოს შევიდა.

კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება ასევე მდინარე ენგურში გადავარდნილი 40 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში 6 აგვისტოს გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი