ორი ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

ორი ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთი შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღესვე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას ხეს შეეჯახა. დაშავებული მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია