გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 500 კვ/მ ფართობზე არსებული ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე. ადგილზე ხანძრის ლიკვიდაციას ორი სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ფართო მასშტაბზე არ გავრცელებულა.