“ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები, რომლებიც ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ

“ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები, რომლებიც ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ

“ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები, რომლებიც ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთან არავინ მისულა, თუმცა ადმინისტრაციაში სატელეფონო საუბრისას დაჰპირდნენ, რომ დღეს პასუხისმგებელი პირი შეხვდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებს დღესვე არ ეცოდინებათ კონკრეტული პასუხი მათ მოთხოვნებზე, სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.

"თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, საია-ს მივმართავთ და ვუჩივლებთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ცაბუნია ვართაგავამ.

შეგახსენებთ, რომ დასაქმებულებმა დღეს ფესტივალის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს. მათი თქმით, ადმინისტრაციამ კუთვნილი ხელფასის მხოლოდ 20% გადაუხადა. აქციის მონაწილეები ფესტივალის ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ უშვებენ და მთავარ შესასვლელთან არიან შეკრებილი.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი