მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ტბა გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას შემდეგი წლისთვის გეგმავს. მანამდე კი ახალი ტურისტული ადგილი სააგენტომ გიდებს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ინფოტურისას გააცნო.

„შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ -ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. ვინაიდან ტყეში მდებარე შავი ტბა, მასთან მისასვლელი სამანქანე გზის არარსებობის გამო საკმაოდ ძნელად მისადგომი ერთ-ერთი მყუდრო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასვლო ტურის მოყვარულებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ გარემოს დაცვის სამართველოსთან ერთად შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი“, - განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ორდღიანი ინფოტურის მონაწილეებმა ხულო, დანისპარაული, მწანე ტბა, გოდერძი და კურორტი ბეშუმი დათვალიერეს. ისინი ასევე დაესწრნენ სახალხო დღესასწაულს „შუამთობა“ და კურორტ გოდერძიზე ოთხი სასტუმროს საფუძვლის ჩაყრას. ინფოტურში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი