არსებული ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კათნატუში, შუახნის მამაკაცს საკუთარმა ტრაქტორმა გადაუარა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ტრაქტორი დაუგორდა. შეჯახების შემდეგ ტრაქტორი ხევში გადავარდა.
შსს-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ. მომხდარზე ძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.