ზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო, 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება, 387-ს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა

ზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო, 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება, 387-ს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო, 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება, 387-ს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.

როგორც გუგა ქაშიბაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პაციენტებს შორის ყველაზე პატარა 4 წლის ბავშვია, რომელიც უყურადღებობით დიდი ხანი დააყოვნეს აუზთან, ყველაზე ხანდაზმული კი - 69 წლის ქალი.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით პაციენტთა მიმართვიანობა მომატებულია. ამასთან, გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ სეზონი ჯერ დასრულებული არ არის, სტატისტიკა სრულ სურათს არ ასახავს, ამავდროულად, ყველა პაციენტი დამწვრობის ცენტრს არ მიმართავს.

”შედარებით თვალშისაცემია, რომ მამაკაცები ადრე თუ მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი პაციენტებს შორის, ახლა, ფაქტობრივად, დაეწივნენ მანდილოსნებს. დაახლოებით 50/50-ზეა მათი თანაფარდობა”, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მათ შორის, არ დაფიქსირებულა ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის ფაქტები.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეები შუა დღისას მზის გულზე ხანგრძლივად ყოფნას მოეროდონ. განსაკუთრებით მოერიდონ შუა დღის მზეზე ყოფნას ბავშვები და მოხუცები. საუბარია 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდზე. მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლებმა წლამდე ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ გაიყვანონ.

ამასთან, გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონებისა და კრემების გამოყენებას ურჩევს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი