რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რელიგიის თავისუფლების თემას ეძღვნება

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რელიგიის თავისუფლების თემას ეძღვნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში 2016 წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

დოკუმენტში უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, "კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევენ ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის".

„წლის განმავლობაში 19 საქმე იყო გამოძიებული, რომელიც შეიცავდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტური გამოძიების ნაკლებობა დააფიქსირეს“, - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა, თუმცა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს სამლოცველოები ციხეში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში ფავორიტიზმით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს.

„რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. „იეჰოვას მოწმეების“ წევრებმა ფიზიკური თავდასხმის 11 ფაქტი დააფიქსირეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველს უმცირესობათა საკითხებში, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და უმცირესობის რელიგიურ ჯგუფებს შორის.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი