ავტორი:

ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

სასურველი ქცევა ბავშვსა და მშობელს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება და თუ ბავშვი ერთხელ არ დაუჯერებს უფროსს, ამით საგანგაშო არაფერი მოხდება. ამ დროს მშობელმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს საკუთარი ემოციები და არ დასაჯოს ბავშვი არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად.

ამ დროს ქცევის დადებითად ან უარყოფითად შეფასება საკმარისია, რომ ბავშვი სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს - ეს არის ბავშვის აღზრდის თანამედროვე მიდგომა, რომელიც წინა თაობის ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არც ისე მარტივი გასააზრებელი და განსახორციელებლია.

ბავშვის აღზრდის მეთოდებზე Allnews.ge-ს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი ესაუბრა.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს?

ასეთ დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა, როცა მშობელი საჯარო სივრცეში იწყებს ბავშვის აღზრდას და ცუდ საქციელს საჯარო სივრცეში აკრიტიკებს. ამ დროს უმჯობესია, მშვიდი წყნარი ტონით აღნიშნოს ცუდი ქცევა. შეიძლება ეს კონკრეტული ქმედება არ იყოს შედეგიანი და მშობელმა ვერ მიიღოს მოსალოდნელი რეზულტატი, ანუ ბავშვმა ნათქვამი არ გაითვალისწინოს. ამ დროს, არავითარ შემთხვევაში, მშობელმა ყვირილი არ უნდა დაიწყოს.

ისტერიკა და ტრაგიზმი საჭირო არაა, რადგან ქცევის ეს მოდელი სამუდამოდ იბეჭდება ბავშვის ფსიქიკაში. ის ვერასდროს მიგვიყვანს იმ საბოლოო შედეგამდე, რასაც ბავშვის ქცევის მართვა ქვია. სასურველი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება.

დასჯას არ უნდა ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ჩქმეტა ან თმის მოქაჩვა, რაც ერთი შეხედვით მსუბუქი დასჯაა, არაა გამართლებული. ფსიქოლოგიური ძალადაობაა ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვის, მათ შორის უზრდელოს, თქმა. ეს ყველაფერი სამომავლოდ ადამიანის პიროვნულ სირთულეებს იწვევს. მშობელმა აგრესია არ უნდა გამოავლინოს და ის საკუთარი უარყოფითი ენერგიის მართვაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.

აგრესია ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, რომ შემდგომში ბავშვმა უფროსს დაუჯეროს. დამორჩილების ყველაზე სწრაფი ფორმა არის შიში, მაგრამ შიშში გაზრდილი ბავშვი ვერ იზრდება სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად.

- როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა, რომ ბავშვი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბოს?

- ერთადერთი მიღებული ქცევა, რომელიც სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას იწვევს, ისე რომ ბავშვის პიროვნული "მე" ჯანსაღი რჩება, ეს არის ქცევის შეფასება. ბავშვის ყველა ქცევა უნდა შევაფასოთ დადებითად ან უარყოფითად. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთჯერადად. ქცევის ჩამოყალიბება არის წლებში გაწელილი პროცესი. მშობელი მუდმივად უნდა ლაპარაკობდეს ბევრს და სწორს.

ნებისმიერი პატარა ფაქტის სწორი შეფასება უნდა ხდებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ცუდი ქცევის დროს ის არ ხდება ცუდი. ის ყველა შემთხვევაში არის კარგი, მხოლოდ ქცევაა ცუდი. მხოლოდ ამ დისოცირების დროს, რომ ბავშვი კარგია და ქცევა არის ცუდი, ბავშვი აღარ იმეორებს ცუდ საქციელს. როცა მშობელი ამბობს, რომ ცუდი ქცევის დროს ბავშვიც ცუდი ხდება, ის პიროვნულად ჯდება ამ მოდელში და იჯერებს, რომ ცუდია. შესაბამისად, ვეღარ მართავს ცუდ ქცევას და მუდმივად ცუდი საქციელი გამოსდის.

- სწორი პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ეს ცუდი საქციელია?

- კი, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად. უნდა შევუქმნათ მას მოტივატორები. კარგი მოტივაციაა, რომ გავახარო მამა, დედა, ახლობლები. მშობელმა უნდა აღნიშნოს, რომ შენ არ დამიჯერე და ეს ცუდი ქცევა შენნაირ დამჯერ შვილს არ უხდება. უნდა გამოკვეთოს, რომ თვითონ პიროვნება არის დამჯერი, მაგრამ შეცდომა მოუვიდა. ბავშვი თვითონ მიღებულია მშობლისთვის, მაგრამ ის ქცევა არ გამოუვიდა. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს ვუყვარვარ, ვუნდივარ და ასეთ შემთხვევაში მშობლისთვის გაიმეორებს იმ კარგ საქციელს, რასაც მისგან ელიან წაიკითხეთ ვრცლად

"ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა - "მოხდა ისე, რომ მეუფე სპირიდონი საკუთარი ნებით წავიდა"

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი