მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მომართავენ თავშესაფრის მაძიებლები ერაყიდან (67), თურქეთიდან (41), ეგვიპტიდან (40), ირანიდან (38), ინდოეთიდან (24) და რუსეთიდან (22).

აქედან 169 თავშესაფრის მაძიებელს საქართველომ უარი უთხრა, 121 შემთხვევაში საქმე შეწყდა პირადი განცხადების საფუძველზე. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში თავშესაფარი 46-მა აპლიკანტმა მოიპოვა, აქედან 24-მა - ლტოლვილის, 22-მა კი ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო.

რაც შეეხება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების წინა წლების სტატისტიკას, 2012 წელს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 599-მა ადამიანმა მიმართა, 2013 წელს - 719-მა, 2014 წელს - 1792-მა, 2015 წელს - 1449-მა, 2016 წელს კი - 947-მა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი