გიორგი სიგუა - GEM FEST-თან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია

გიორგი სიგუა - GEM FEST-თან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია

GEM FEST 2017-ის ორგანიზატორის, გიორგი სიგუას შეფასებით, ფესტივალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია.

მისივე თქმით, GEM FEST 2017-ს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ”ერთი თეთრი არ მიუღია”.

”ერთი თეთრი არ მიგვიღია GEM FEST 2017-ის ფარგლებში. რამდენიმე არტისტს გადაუხადა სახელმწიფომ ფული ფესტივალზე გამოსასვლელად. ტურიზმის დეპარტამენტი არაფერ შუაშია. ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება”, - განაცხადა სიგუამ ტელეკომპანია ”იმედთან” საუბარში.

მისივე თქმით, იგი საქართველოში ორ დღეში დაბრუნდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი