გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების მცხოვრებლებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, IV კვარტლების და ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ორბეთის, ნაქალაქევის, წერონისის და სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, წერეთლის გამზირის და ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე დუშეთის რაიონის სოფლების ნაწილს ქსელის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, შეზღუდვა დუშეთის რაიონის სოფლების - აბანოსხევი, ბულაჩაური, ჭოპორტი და წითელსოფელი, 92 აბონენტს შეეხება.
კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.