"ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი

"ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი

ჩვენს სტატიას ბავშვის წარმატებულობის, კარგად სწავლის და ამგვარი საკითხების შესახებ, რომელსაც მასწავლებლებისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციები ახლდა თან (იხილეთ სტატია), ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი გამოეხმაურა, რომელსაც სამი უკვე სკოლადამთავრებული შვილი ჰყავს და მათ ყოველგვარი მომზადების გარეშე, ის კი არა, ბოლო ორი-სამი წელი სკოლაში სიარულის გარეშეც კი, საკუთარი შრომითა და მოწადინებით, შინ მიღებული განათლებით ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში საკმაოდ მაღალი ქულებით...

თუმცა ჯობს, თავად ამ ქალბატონის ნაამბობი მოისმინოთ, რომელიც ნამდვილად დამაფიქრებელი:

"სამი შვილი მყავს. სულ მეგონა,  რომ მე ვასწავლიდი, მე ვზრდიდი, მე ვიყავი მათთვის გზის მაჩვენებელი, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა: მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი, რაც კი აქამდე მქონდა და ჩემში ახალი ადამიანი ჩამოაყალიბეს, ახალი ხედვით და ახალი აზრებით. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: სულ მეგონა, რომ კარგი მოსწავლე იმას ერქვა, ვინც ყველა გაკვეთილს დაესწრებოდა, სულ უმაღლეს შეფასებებს მიიღებდა სკოლაში და ყველაზე საუკეთესო იქნებოდა კლასში აკადემიური მოსწრებით. ჩემმა შვილებმა დამარწმუნეს, რომ შეიძლება ამ ყველაფრის გარეშეც მიიღო კარგი განათლება და თუნდაც მასწავლებლების რისხვა დაიმსახურო გაცდენების გამო, ბოლოს მაინც შეძლო სკოლის წარმატებით დამთავრება და ყოველგვარი მომზადების გარეშე უმაღლესი ქულებით სტუდენტიც გახდე.

უფროსი მაინც პირველი იყო და ბოლო წელს ვთხოვე, ცოტა ხნით ევლო მასწავლებლებთან, მეშინოდა, რამე არ დამეკლო ბავშვისთვის, მაგრამ ახლა ვხვდები, სულ ზედმეტი იყო ჩემი სიფთხილე.

შუათანას და უმცროსს ბოლო 3 წელი არ უვლიათ სკოლაში, ექსტერნებით გადადიოდნენ კლასიდან კლასში და, მერე წარმატებით აბარებდნენ საატესტატო გამოცდებს. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არც ერთი არ მიტარებია წლობით მასწავლებლებთან. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი