ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევათ

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევათ

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე 18 მოქალაქისა და 4 კომპანიის ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას ‘’ბიზნესპრესნიუსი’’ ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საუბარია, შპს „ლუგოს,“ სს „ავტომობილისტი 96-ის,“ შპს „ჩემპიონი-2-ის“, . შპს „კვადრის“, ნიაზ ჭანიძის, ბიძინა ბეჟანიძის, გოჩა ჯაფარიძის, ლეილა გოგიაშვილის, ჯამბულ ჩიკვაიძის, ვახტანგ ართმელაძის, ლია ართმელაძის, მარგო ბერიძის, ნინო ართმელაძის, ტარიელ ართმელაძის, ავთანდილ მახარაძის, ემზარ ბაკურიძის, ლელა ახვლედიანის, რამაზ ახვლედიანის, არჩილ ბერიძის, სერგო იონახის, შადიე ჩიჯავაძისა და ლეილა გოგვაძის ქონებაზე.

ექსპროპრიაციის თაობაზე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჯავახაძემ 11 აგვისტოს შესაბამისი ბრძანება გამოსცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული, ექსპროპრიაციას ჯამში დაახლოებით, 36 229 კვადრატულ მეტრის ფართი ექვემდებარება.

ბრძანების მიხედვით, მესაკუთრეებმა უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს, რისი მიზეზიც ქონების გამოსასყიდ ღირებულებაზე შეუთანხმებლობა იყო. ამასთან, როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა.

ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მესაკუთრეები ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი მახინჯაურიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთს ითვალისწინებს. გზის მთლიანი მონაკვეთი 14.3 კმ, ხოლო სიგანე 14.0 მეტრს შეადგენს. ბათუმის შემოვლითი გზა აღმოსავლეთიდან უვლის ბათუმს და მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი