როდის დაიწყება სწავლა და რა საჩუქრები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

როდის დაიწყება სწავლა და რა საჩუქრები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში წერია, რომ ”საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება”.

2017 წელს, 15 სექტემბერი დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება.

2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.

უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.

2017 სასწავლო წლისთვის 4 724 660 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა. პროცენტულობით 60% ახალი სახელმძღვანელოა, 40% კი მეორადია.

საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული მოსწავლისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოების პაკეტში იქნება როგორც გამოყენებული, ასევე ახალი წიგნები. სკოლები მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს თავად უნაწილებენ.

ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებსაც მიიღებენ. საქართველოს მასშტაბით, 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა.

წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული, ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდებიან.

პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც.

წელს სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე სასწავლო წლისთვის 1 ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი 5 სკოლის მშენებლობა დასრულდება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 91 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი