საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში 30 თანამშრომელი შიმშილობს

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში 30 თანამშრომელი შიმშილობს

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 8 მოშიმშილეს დღეს კიდევ შეუერთდა რკინიგზის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და სოლიდარობას უცხადებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც გურჯაანიდან გადაჰყავდათ მარნეულში.

ვიტალი გიორგაძის განცხადებით, ამ თანამშრომლებიდან დღეს ერთი, უჩა ხვთისიაშვილი შიმშილობს და სწორედ მას უცხადებენ სოლიდარობას დანარჩენი მოშიმშილეებიც, რომელთა ნაწილიც პროფკავშირების თანამშრომელია, ნაწილი კი კომპანია საქართველოს რკინიგზის.

"მოშიმშილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. დაუბრუნდნენ ძველ სამსახურს ან მიეცეთ მარნეულში გადაყვანის შემთხვევაში ნორმალური პირობები იმ თანამშრომლებს, რომლებიც გურჯაანიდან გადაჰყავდათ. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს რკინიგზის დაპირებები, რომ მათ პირობები გაუუმჯობესდებათ, თუმცა ვერანაირი დოკუმენტი ამის შესახებ ვერ ვნახეთ, რაც უნდობლობას იწვევს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიმართ. მეორე მოთხოვნაა, რომ გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია და რკინიგზის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვასილ ხორავა იმ პროვოკაციული და დესტრუქციული განცხადებების გამო, რომელიც გააკეთეს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ. მესამე მოთხოვნა არის, რომ რეალურ მოქმედებაში შევიდეს 2015 წელს, გაფიცვის შემდეგ დადებული ხელშეკრულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შიმშილობა გაგრძელდება და ეს იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი რკინიგზის დეპარტამენტის მიმართ. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა რაოდენობა და აქციების მასშტაბურობა, აუცილებლად გაიზრდება", - განაცხადა გიორგაძემ.

რკინიგზის დეპარტამენტთან უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობა გრძელდება. შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გურჯაანიდან რკინიგზის თანამშრომლების მარნეულში გადაყვანა მოინდომეს.

როგორც თანამშრომლები აცხადებდნენ, მათ არ სთავაზობდნენ არც საცხოვრებელ პირობებს და არც ტრანსპორტირებას, რის გამოც დაიწყეს შიმშილობა, ამ თანამშრომლებიდან დღეს შიმშილობას აგრძელებს ერთი – უჩა ხვთისიაშვილი. ხვთისიაშვილს შეუერთდნენ პროფკავშირების თანამშრომლები, დღეს კი ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი