ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი აეროპორტის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე, ხმელ ბალახებს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.