დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ცალკეულ კერებს ამუშავებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
დაბა ჟინვალში ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე, ბალახებსა და ეკლიან ბარდებზე იყო გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.