ბელორუსიდან გამოგზავნილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთო

ბელორუსიდან გამოგზავნილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, МИ-26-მა ბორჯომის ცაზე რამდენიმე წუთის წინ გადაიფრინა.

იხილეთ ვიდეო

ვერტმფრენი ამ წუთებში წყლის ავზას ავსებს, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დაიწყებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვერტმფრენი ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია