მესტიაში უნგრელი ტურისტი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ტურისტს მყინვარწვერიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი ამჟამად ქუთაისში, ექსპერტიზის ჩასატარებლად პროზექტურაშია გადასვენებული.