ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარია

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარია

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს.

სამაშველო სამუშაოებში თბილისის, ალგეთის და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც ჩაერთნენ.

ტერიტორია ძნელად მისადგომია, ადგილიდან არ მყარდება სატელეფონო კავშირი და, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია