ამ წუთებში ხანძარია წეროვანშიც. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფია გასული.
ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.