დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვის რეკომენდაციები მოხსნილია

დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვის რეკომენდაციები მოხსნილია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია.

აქედან გამომდინარე, სერგეენკოს განმარტებით, ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის გუშინდელი რეკომენდაცია მოხსნილია.

"რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, საბედნიეროდ შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები აიღო, რომლებიც საბედნიეროდ ნორმის ფარგლებშია. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ, ჩვენი გუშინდელი რეკომენდაცია ბავშვებისა და ქრონიკულად დაავადებული მოზრდილებისთვის მოხსნილია, თუმცა რჩება იმ პუნქტებში სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა", - განაცხადა სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი