წეროვანში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი ბალახებს ეკიდა.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 5-6 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.