საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი 72:71დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი 72:71დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში დაწყებულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში "აკროპოლისის თასზე" პირველი მატჩი მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და გამარჯვებით - 72:71 დაასრულა.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველი პერიოდი 10-ქულიანი სხვაობით დათმო (8:18), თუმცა მეორე მეოთხედი უკეთესად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე მასპინძლების უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა - 37:34.

ბოლო ათი წუთი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშში მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. მატჩის დამთავრებამდე 17 წამით ადრე კი გიორგი ცინცაძის 3-ქულიანმა საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა - 72:71. დარჩენილ დროში ბერძნების შეტევა უშედეგო აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი