"რეზონანსი" - თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა კომპანიებს 80%-ით შეუმცირდათ

"რეზონანსი" - თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა კომპანიებს 80%-ით შეუმცირდათ

ბინის დაქირავება ჭირს, ხოლო გირაო საერთოდ აღარ არის.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ქირაზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის მაშინ, როცა წინა წლის აგვისტოში მოთხოვნას ვერ აუდიოდნენ.

უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირის მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 80%-ით არის შემცირებული. თუმცა გასაქირავებელი ფართების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

დილერების ვარაუდით, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები კომპანიების მომსახურებით იშვიათად სარგებლობენ, რადგან დამოუკიდებლად ცდილობენ თავიანთი სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ესეც ერთ-ერთი მზეზია, რის გამოც ფართების გაქირავება უჭირთ.

ამ ეტაპზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად მეტროსა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიებზეა. ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი, საშუალოდ, 200-300 დოლარის ფარგლებშია, ხოლო გარეუბნებში 150-200-ს არ აჭარბებს.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის.

"კატასტროფულად შემცირდა მოთხოვნა. ამ მხრივ მძიმე სიტუაცია გვაქვს. სტუდენტები ცდლილობენ, რამდენიმე შეიკრიბოს ერთად და ისე იქირაონ. ადრე აგვისტოში ვერ ავუდიოდით მოთხოვნებს, განსაკუთრებით საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ქირაზე მოთხოვნა სტუდენტების მხრიდან თითქმის აღარ არის. წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 80%-ით ჩამოვრჩით. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა უცხოელი სტუდენტებისთვის უნდოდათ ბინის დაქირავება, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა. თვითონ სასწავლებლები ახდენენ უკვე ამ საკითხის ორგანიზებას. სტუდენტების აუცილებელი მოთხოვნაა, რომ დაბინავდნენ იმ უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, სადაც სწავლობენ. თუმცა ჩვენ ამ პროცესს, ფაქტობრივად, ჩამოგვაშორეს", - ამბობს გოგუაძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი