აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე 53 000 ჰა თხილის ფართობია დამუშავებული.

”ამჟამად მიმდინარე სამუშაოების შედეგად, დასავლეთ საქართველოში წამლობა უკვე 8305 ჰექტარზეა ჩატარებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა სრულად არის მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი. დღეისათვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა 6240 ჰა საკარმიდამო ნაკვეთები სამტრედიაში, აბაშაში, ხობში, მარტვილში, სენაკში, ზუგდიდსა და ლანჩხუთში. აბაშის მუნიციპალიტეტში სატრაქტორო აგრეგატებით დამუშავებულია 800 ჰექტარი ფართობი, სამანქანე აგრეგატებით - 1265 ჰა. დღეიდან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაერთვება მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. ბრძოლის ღონისძიებების მეორე ეტაპზე სულ 30 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი”, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი