2016 წელს დაწყებული მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რიგით მესამე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტი 265 ათასი ლარია.
მომსახურების დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში გამოცხადებული ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს ვესაუბრეთ.
- როდის დაიწყო ცენტრმა მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი და რა მნიშვნელობა აქვს მას?
ცენტრმა მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი 2016 წლის ბოლოს დაიწყო,რადგან გვინდოდა იმ მიწოდებული პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომელსაც მასწავლებლებს ვთავაზობთ. ბაზარზე მონოპოლია ყოველთვის კარგი არ არის, კარგია კონკურენცია და ამ კონკურენტუნარიან გარემოში უფრო მაღალი ხარისხის მიღება. სერვისების დეცენტრალიზაციის მცდელობა იყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ წარუმატებლად დამთავრდა. ჩვენ შევისწავლეთ ეს გამოცდილება, გავაანალიზეთ და გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რაც მაშინ იყო დაშვებული. ამჟამად სხვა სიტუაციაა, ამოქმედებულია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რაც ხელს გვიწყობს,ზუსტად განვსაზღვროთ ის პროდუქტები და სერვისები, რაც პედაგოგებს სჭირდებათ,რათა პროფესიული უნარები განივითარონ და კარიერაშიწინ წაიწიონ.
- რა არის ახალი საგრანტო კონკურსის მიზანი და რას გულისხმობს ის?
კონკურსის მიზანია, მცირე კონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით.
- რა თემატური მიმართულებებით გაიცემა გრანტი?
ცენტრის მიერ გრანტი გაიცემა შემდეგი თემატური მიმართულების მიხედვით - მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება მცირე კონტინგენტიან სკოლებში. საგრანტო კონკურსი ცხადდება ორ ლოტად. ესენია - მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირე კონტინგენტიან სკოლებში და მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირე კონტინგენტიან სკოლებში.
- კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებს რა ევალებათ?
კონკურსით შერჩეულმა ორგანიზაციამ, გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა ცენტრის მიერშემუშავებული ტრენინგ-მოდულის „საგაკვეთილოპროცესისდაგეგმვა, მართვა და შეფასება“ მიხედვით.
- კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგს ვინ განახორციელებს?
გამარჯვებული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგს ცენტრი ახოციელებს. ჩვენ ვმუშაობთ ხარისხის მართვისახალ სტრუქტურასა და სისტემაზე, რომელიც თანაბარი მომთხოვნი იქნება, როგორც ცენტრის შიდა პროდუქციაზე, ასევე გარე მიმწოდებლების პროდუქციაზე. ჩვენ ხარისხს გავზომავთ სერვისების, ადამიანური რესურსებისა და პროცესების მიმართულებით. ამ სამ მიმართულებაზე გვაქვს მონიტორინგის გეგმა, რომლის ფარგლებში ჩვენ წავალთ, დავესწრებით, ვნახავთ როგორ აკეთებენ, შევისწავლით, ანალიზს გავაკეთებთ და რეკომენდაციებს გავცემთ, თუ საჭიროება იქნება.
- ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლი სიურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის მიერ ადმინისტრირებად შემდეგ ელექტრონულ ბაზაში.
- როდემდე წარმოებს საგრანტო კონკურსში განაცხადის მიღება და რა ვადებში განხორციელდება პროექტი?
საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 19 აგვისტოდან 2017 წლის 11 სექტემბრის 12:00 საათამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.
- როგორ შეუძლია მსურველს საგრანტო განაცხადისშევსება?
რეგისტრირებულმა მომხმარებელმა საგრანტო განაცხადი უნდა შეავსოს და შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთოს მხოლოდ ელექტრონული სახით.