ბორჯომის ხეობაში ხანძრის სამი ძლიერი კერა რჩება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სამი ძლიერი კერა რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხად, რომ ამ დორისთვის ბორჯომის ხეობაში სამი ძლიერი კერა რჩება.

მისი თქმით, ცეცხლის დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი მაინც გავრცელდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები.

"ამ დროისთვის სამი ძლიერი კერა რჩება ძლიერი, დღევანდელი გადმოსახედიდან, თორემ ამ კერების წინა დღეების კერებთან შედარებაც არაა. ამ სამი კერიდან ერთის შემთხვევაში ბალახი იწვის და ცეცხლი თუ ქვევით წამოვიდა, მას უკვე ტექნიკა სახანძრო მანქანებით დახვდება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დანარჩენ ორ კერას, იქაც ანალოგიურად მთელი დღის განმავლობაში გარემოს დაცვისა და შსს-ს თანამშრომლები მუშაობდნენ ნიჩბებით, მაქრობებით და სხვადასხვა სპეციალური ტექნიკით. თუმცა, ქარის გაძლიერების შემდეგ აალდა უფრო და ცეცხლმა ქვევით დაიწყო ჩამოსვლა.

ამ შემთხვევაში სპეციალური ტექნიკის მობილიზება მოხდება და ცეცხლი რომ ქვევით ჩამოვა, სადაც წყალი მისწვდება მას ჩააქრობენ. ასეთი სტრატეგიით ვმუშაობთ იქ სადაც მიუდგომელია და სახანძრო მანქანები ვერ მუშაობენ", - განაცხადა ალავიძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია