ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე- მაშველებისთვის სპეციალური ფეხსაცმელით დაეხმარება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს, ცეცხლგამძლე 500 წყვილ ფეხსაცმელს ქართულ მხარეს, ხვალ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი გადასცემს.
ღონისძიება საბურთალოზე მდებარე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ფილიალში გაიმართება, სადაც ელჩის მოადგილე მეხანძრეებს სიმბოლურად რამდენიმე წყვილ სპეციალურ ფეხსაცმელს უსახსოვრებს.