ბორჯომის ხეობაში გაწვიმდა

ბორჯომის ხეობაში გაწვიმდა

6-დღიანი ძლიერი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ბორჯომის ხეობაში ნანატრი წვიმა მოვიდა. ამის შესახებ ადგილობრივები და ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეები სოციალურ ქსელში წერენ. ხეობაში დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ძლიერად წვიმდა. გადაუღებლად წვიმს წაღვერშიც.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ბორჯომში ნალექი რამდენიმე დღი წინაც იყო მოსალოდნელი, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა. 6-დღიანი ხანძრის პერიოდში მოსახლეობა წვიმის მოსვლას ყოველდღე ელოდა, თუმცა ხეობაში მხოლოდ დღეს გაწვიმდა, ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში თითქმის ერთ კვირიანი მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა. "შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი