რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - "რაიმე გართულებებს არ ველოდებით"

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - "რაიმე გართულებებს არ ველოდებით"

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა ნისლის გამო დილიდან მუშაობა ვერ განაახლეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც ამინდი გაუმჯობესდება, სამი ვერტმფრენი მუშაობას განაახლებს. მინისტრის თქმით, საქართველოში რჩება მეზობელი ქვეყნების ავიაცია და საჭიროების შემთხვევაში ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

"ავიაცია ამ წუთში არ მუშაობს, რადგან ამინდი არ აძლევს საშუალებას. ნისლია. ავიაცია ადგილზე რჩება. ჩვენი ორი ვერტმფრენი და ერთი თურქული მხარის ვერტმფრენი იმუშავებს. დღის განმავლობაში თუ დაგვჭირდა დანარჩენი ვერტნფრენებიც იმუშავებენ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

როგორც ალავიძემ აღნიშნა, ცოცხალი ძალა ამ დრომდე მუშაობს ხანძრის მცირე კერების ლიკვიდაციაზე. მისივე თქმით, დღის ბოლოს უფრო ნათელი სურათი იქნება იმის ვარაუდისთვის თუ რა დრო დასჭირდება ხანძრის ლიკვიდაციას.

"ამ დროისთვის ძირითადი კერები ფაქტიურად ლოკალიზებული გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საღამოს უკეთ გვეცოდინება რა დრო დასჭირდება ლიკვიდაციას, ასევე გვეცოდინება რა დრო დასჭირდება ჯარს და რამდენ ხანს გავაჩერებთ აქ. ვითარება გვაქვს კარგი. რაიმე გართულებებს არ ველოდებით. წაღვერის მხარეს არის მცირე კერები, რომელთა დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალის და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით", - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ დღეს ავიაცია იმ დოზით აღარ იქნება გამოყენებული, როგორც აქამდე, რადგან ძირითადად სამუშაო ხმელეთზეა ცოცხალი ძალის მეშვეობით.

"ჩვენ მაინც 24 საათიან რეჟიმში სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ყველა სამსახური, რომელიც აქ ვიმყოფებით, კოორდინაციაში განვაგრძნობთ მუშაობას. ადგილზე რჩება ასევე ავიაცია. ამის მიუხედავად, ჩვენ დღეს ავიაციას იმ დოზით აღარ გამოივიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ, რადგან დღეს ძირითადად ხმელეთზეა სამუშაო ცოცხალი ძალის და ტექნიკის. დღეს საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, წინა დღეებთან შედარებით", - განაცხადა მღებრიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი