ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

 ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. საგანგებო შტაბიდან შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ შესაბამისი ბრიგადები, ასევე აზერბაიჯანული სახანძრო ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ვერტმფრენი წყალში ჩავარდა.

წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: კადრები ბორჯომის ხეობიდან, სადაც ვერტმფრენი წყალში ჩავარდა - ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ

როგორ ცნობილი გახდა, ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ექიმების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში გადაყავთ.

იხილეთ ვიდეო:

როგორ ამოყავთ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან - უახლესი კადრები ბორჯომის ხეობიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია