ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში მიიყვანეს

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში მიიყვანეს

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში მიიყვანეს. ეკიპაჟის 3 წევრთან ერთად ღუდუშაურის საავადმყოფოში მიიყვანეს კიდევ ერთი პირი, რომელიც სამაშველო საქმიანობის დროს დაშავდა.

დაშავებულები ბორჯომიდან 4 რეანომობილით გადმოიყვანეს.

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი "მი 8" დილით ჩამოვარდა. ვერტმფრენი წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. პარალელურად, ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაქტორებს და შესაბამის ტექნიკას გზა გაჰყავთ, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მიეცეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია