დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში დაშავებულებზე

დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში დაშავებულებზე

ეკიპაჟმა მოახერხა და ავარიული დაშვება განახორციელა წყალზე, რამაც ისინი უბედურებისგან დაიცვა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა. მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებულები მოინახულა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ვერტმფრენებს სისტემატურად უტარდება ტექნიკური და პროფილაქტიკური შემოწმება.

"ეს ვერტმფრენები მონაწილეობდნენ და კვლავაც მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ ექსპლუატაციას გადიან, მაღალი ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. მათ ორი დღის წინაც ჩაუტარდათ პროფილაქტიკურ- ტექნიკური შემოწმება. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ავარიულ დაშვებას, როდესაც ისევ ეკიპაჟის და მფრინავების პროფესიონალიზმმა იხსნა მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ტექნიკაც ბევრად მძიმე შედეგებისგან. მათ მოახერხეს და ავარიული დაშვება განახორციელეს წყალზე, რამაც დაიცვა ეკიპაჟი უბედურებისგან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, დაშავებულთა მდგომარეობა მსუბუქია, და სავარაუდოდ რამდენიმესაათიანი მეთვალყურეობის შემდეგ მათ შეეძლებათ დატოვონ სამედიცინო დაწესებულება.

"არც ერთ მათგანს არათუ მძიმე, არამედ საშუალო ხარისხის დაზიანება არ აღენიშნებათ, ისინი აბსოლუტურად კონტაქტურები არიან, სასიცოცხცლო ფუნქციები შენარჩუნებულია და პირველი რიგის კვლევები უკვე ჩატარდა. დაზიანებები არ აღენიშნებათ. მეორე რიგის კვლევების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გვეცოდინება შედეგები. წინასწარი შეფასებით, მდგომარეობა მსუბუქია და სავარაუდოდ, რამდენიმესაათიანი მეთვალყურეობის შემდეგ მათ შეეძლებათ დატოვონ სამედიცინო დაწესებულება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო: როგორია ბორჯომში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების მდგომარეობა - კომენტარს დავით სერგეენკო აკეთებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი