პრემიერი ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟს ტელეფონით ესაუბრა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერი ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟს ტელეფონით ესაუბრა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს ღუდუშაურის კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებაში მფრინავებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი დახვდნენ და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად გაეცნენ.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ. არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და სამაშველო ოპერაციის მონაწილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაშავებულების კადრები კლინიკიდან და პრემიერის ზარი - მფრინავებს კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი