მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ვეფხი და მოყმეს" ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის დაზიანება სამმა პირმა მიიღო. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.