ბათუმში, მახინჯაურის მონაკვეთზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა.
ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს დაჟეჟილობა აღენიშნება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა.
მომხდარის გამო ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდული იყო.