ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენი, ასევე ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი, ასევე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია