რა გაიყიდება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში და რა არა - "ლანჩ ბოქსები 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლე ყოველდღიურად ვერ გადაიხდის"

რა გაიყიდება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში და რა არა - "ლანჩ ბოქსები 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლე ყოველდღიურად ვერ გადაიხდის"

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება.

ბიზნესოპერატორები კი, რომლებსაც სკოლის ბუფეტების ფართი იჯარით აქვთ აღებული, აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები მათ დაახლოებით 50%-იან ზარალს მოუტანთ. ამასთან, როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავენ, უცნობია თუ კონკრეტულად რა პროდუქტების შეტანა და გაყიდვა იკრძალება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში.

"გარკვეული სირთულეები არსებობს და ძალიან ვნერვიულობ. რასაც გვეუბნებიან (ლანჩ ბოქსები და ა.შ.) დაახლოებით 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლეთა უმეტესობა ყოველდღიურად ვერ გადაიხდის. შედეგად დაახლოებით 50%-იან ან უფრო დიდ ზარალს ვნახავთ. თუ ზარალზე წავედით, ზოგადა ამ საქმიანობასაც თავს დავანებებთ. გარდა ამისა, გარკვეულ პროდუქტს თუ ამოვიღებთ რეალიზაციიდან, სხვა პროდუქტით ხომ უნდა შევცვალოთ, თუმცა, ისიც კი არ ვიცით ზუსტად რა პროდუქტების გაყიდვა იკრძალება. ზოგადი განმარტება, რომ ძალიან მარილიანი და ძალიან ტკბილი საკვები არ შეიძლება იყიდებოდეს სკოლიდ ბუფეტში არ მგონია მართებული იყოს. არ შეიძლება, რომ განსაზღვრონ და კონკრეტულად გვითხრან რა შეიძლება გავყიდოთ სკოლის ბუფეტებში და არა? " - ამბობს ჩვენთან საუბრისას ინდმეწარმე, ლარისა ფარცხავა.

შპს "ჯანსაღი კვების" დირექტორი, ჟანა გაგუა კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უსაფრთხო, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა საჭიროა, თუმცა თვლის რომ ამ ეტაპზე გარკვეულწილად ბიზნესოპერატორების უფლებები ირღვევა.

"ყველას 2-3 წლიანი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომელიც სხვადასხვა პირობებით და გათვლებით დავდეთ. ამ ცვლილებებზე გადასვლა კი რა თქმა უნდა მარტივი არ იქნება. ბიზნესი აუცილებლად დაზარალადება, რადგან რეგულაციებით სექტემბრიდან ბევრი რამ იკრძალება, მათ შორის, მაიონეზი, ორცხობილა, ჩხირები, გაზიანი სასმელი, ჩიფსები და მსგავსი წასახემსებლები. შედეგად კი გამოდის, რომ ვერაფერს გავყიდით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი