შსს - აბასთუმნის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

შსს - აბასთუმნის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

აბასთუმნის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი დაბა აბასთუმანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

"თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერების დროული და ეფექტური ლოკალიზებისთვის, შტაბის სხდომაზე ტყის მასივში გზის გაჭრის სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის ქრობის პროცესში შსს-ს 500-მდე თანამშრომელი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობს. ისინი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია