ქუთაისში უბედურ შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ქუთაისში უბედურ შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში. მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

26 წლის ამურ კუბლაშვილი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში სახლში ბრუნდებოდა, ლიანდაგზე ჩამოჯდა და მატარებლის მოახლოებისას ლიანდაგიდან გადასვლა ვეღარ მოასწრო.

კუბლაშვილი ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. სარკინიგზო ლიანდაგი, რომელიც ტყიბულსა და ქუთაისს აკავშირებს, აღნიშნული ქუჩის პარალელურად გადის.

მომხდარზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია